შინაარსზე გადასვლა

კეიტ ვოგელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიტ ვოგელი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კეიტ ელიზაბეტ ვოგელი
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1986 (1986-12-08) (38 წლის)
დაბ. ადგილი Bay Village
წარმოშობა ბეი-ვილეჯი, ოჰაიო, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, პოპ-როკი, ფოლკ-პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2002 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი katevoegele.com
კეიტ ვოგელი ვიკისაწყობში

კეიტ ელიზაბეტ ვოგელი (ინგლ. Kate Elizabeth Voegele; დ. 8 დეკემბერი, 1986, ბეი-ვილეჯი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 2003 წელს გამოუშვა სადებიუტო EP, The Other Side. იმავე წელს ტურნე გამართა მუსიკოს ჯონ მაიერთან ერთად. 2005 წელს გამოუშვა თავისი მეორე EP, Louder Than Words. მუსიკოსმა ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი Interscope Records-თან 2006 წელს და დაიწყო მუშაობა სადებიუტო ალბომზე. მისი პირველი სტუდიური ალბომი, Don't Look Away, გამოვიდა 2007 წელს და მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. ალბომი მოხვდა ბილბორდ 200-ში. ნამუშევრიდან გამოვიდა ორი სინგლი, რომელთაგან ერთი მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულსა და დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. შემდეგ ითამაშა სერიალში One Tree Hill.

ვოგელიმ გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი, A Fine Mess, 2009 წელს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მე-10 ადგილზე გავიდა. ალბომიდან გამოვიდა სინგლი „99 Times". 2011 წელს გამოვიდა ვოგელის მესამე სტუდიური ალბომი Gravity Happens. ნამუშევარი გამოქვეყნდა ATO Records-ის ეგიდით. ალბომი 53-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, Canyonlands, 2016 წელს გამოვიდა.

კეიტ ელიზაბეტ ვოგელი დაიბადა 1986 წლის 8 დეკემბერს. მას ჰყავს უმცროსი და კორტნი. 15 წლის ასაკში დაიწყო გიტარაზე დაკვრა. 2005 წელს დაამთავრა ბეის საშუალო სკოლა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის კოლეჯში.

2002 წელს ვოგელმა დაიწყო მუსიკალური კარიერა და გამოუშვა პირველი EP „The Other Side". მალევე გამართა კონცერტები ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა ჯონ მაიერი და Counting Crows.[1] მოგვიანებით გამოვიდა Farm Aid-ის კონცერტზე. მალევე მუსიკოსის სიმღერები გამოიყენეს სერიალებში Clubhouse და The Ghost Whisperer.

2004 წელს მან გამოუშვა კიდევ ერთი EP სახელწოდებით „Louder Than Words".[2] იმავე წელს ვოგელეს სიმღერამ „Only Fooling Myself" მოიგო 2005 წლის ამერიკის სიმღერების ავტორების კონკურსის ჯილდო. მან დაიწყო MySpace-ზე თავისი კომპოზიციების ატვირთვა. მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს MySpace Records-თან, რომელიც იმ დროს ლეიბლ Interscope Records-ის ნაწილი იყო.[3] 2007 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით Don't Look Away.[4] ალბომი 63-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში და გამოშვებიდან პირველ კვირაში მისი 10000 ასლი გაიყიდა. მალევე გამოჩნდა სატელევიზიო შოუში One Tree Hill და შეასრულა კომპოზიციები თავისი ალბომიდან. 2008 წლის აპრილში გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Only Fooling Myself". სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2008 წლის მაისში. ნამუშევარი 37-ე ადგილზე გავიდა Hot Adult Top 40-ის ჩარტში.[5]

მან ჩაწერა სიმღერის „When You Wish Upon a Star" ქავერი კომპილაციური ალბომისთვის DisneyMania 6.[6] მუსიკოსის კომპოზიცია „It's Only Life" გამოიყენეს სერიალ Kyle XY-ის საუნდტრეკში.[7] მალევე მისი ნამუშევრები „Devil in Me" და „You Can't Break a Broken Heart" გამოიყენეს სერიალში One Tree Hill. შემდეგ ჩაწერა კომპოზიცია „Lift Me Up" AT&T Team USA-ის საუნდტრეკისთვის.

2008 წელს გამოუშვა კომპოზიციის „Hallelujah" ქავერი.[8] ნამუშევარი მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[9] იმავე წელს კიდევ ერთხელ ითამაშა One Tree Hill-ის მეექვსე სეზონში. ამავე დროს დაიწყო სადებიუტო ალბომის ტურნე. მუსიკოსის მეორე ალბომი, A Fine Mess, გამოვიდა 2009 წლის 18 მაისს.[10] ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში მე-10 ადგილზე გავიდა. გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა მისი 37,000 ასლი. ალბომის წამყვანი სინგლი, „99 Times", გამოვიდა 2009 წლის 14 აპრილს.[11] ნამუშევარმა დაიკავა 22-ე ადგილი Hot Adult Top 40-ის ჩარტში, ხოლო მე-8 ადგილზე გავიდა Bubbling Under Hot 100-ის სინგლების ჩარტში. იმავე წელს დაიწყო მუშაობა მესამე სტუდიურ ალბომზე. 2014 წელს გამოუშვა EP, Wild Card. მუსიკოსის მესამე ალბომი Canyonlands გამოვიდა 2016 წლის 28 ოქტომბერს.[12]

მან გამოუშვა ახალი სინგლი „Shoot This Arrow" 2017 წლის 8 დეკემბერს. 2019 წელს ტაილერ ჰილტონთან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „When the Night Moves".[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Kate Voegele Concert Tour Dates and Tickets. Eventful. ციტირების თარიღი: April 22, 2013
  2. Louder Than Words by Kate Voegele | MTV. Imx.mtv.com (January 1, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 11, 2013. ციტირების თარიღი: April 22, 2013
  3. MySpace Records' Kate Voegele sings in the CG! offices. Seventeen.com (December 1, 2007). ციტირების თარიღი: April 22, 2013
  4. The-trades. The-trades.com. ციტირების თარიღი: January 16, 2015
  5. Marisa Brown. Kate Voegele – Awards – AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: January 15, 2015
  6. When You Wish Upon A Star. ციტირების თარიღი: January 16, 2015
  7. Kyle Xy Soundtrack. ციტირების თარიღი: January 16, 2015
  8. iTunes – Music – Hallelujah – Single by Kate Voegele. iTunes. ციტირების თარიღი: January 15, 2015
  9. New Kids on the Block Have A Brand-New Hit - Music News, Reviews, and Gossip on Idolator.com. Music News, Reviews, and Gossip on Idolator.com. ციტირების თარიღი: January 15, 2015[მკვდარი ბმული]
  10. A Fine Mess. ციტირების თარიღი: January 16, 2015
  11. 99 Times.
  12. Canyonlands by Kate Voegele on Apple Music (October 28, 2016).
  13. When the Night Moves.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეიტ_ვოგელი“-დან